ბარსელონა-მანჩესტერი ოფიციალურ ფანკლუბში

16 აპრილს, თბილისის დროით 23 საათზე, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში, “ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებს.

“ბარსელონას” გულშემატკივრები თამაშის საყურებლად, ტრადიციულად, კატალონიური კლუბის ოფიციალური ქართული ფანკლუბის ბარში (ბლაუგრანა ბარი) ვიკრიბებით.

შეკრებაზე დასწრება თავისუფალია, წინასწარ ადგილის დაჯავშნა და გარანტირებული დასაჯდომი ადგილის მოპოვება კი მხოლოდ ფანკლუბის წევრებს შეუძლიათ, რომლებსაც 2019 წლის საწევრო უკვე გადახდილი აქვთ. ადგილის დასაჯავშნად დაგჭირდებათ საწევრო ნომერი, რომელიც თანხის გადახდის შემდეგ მეილზე მიიღეთ. ადგილების დაჯავშნა შეგიძლიათ ამ გვერდის ბოლოში არსებული ფორმის საშუალებით.

ადგილების დაჯავშნის ბოლო ვადაა 15 აპრილი , 20:00 საათი. ჯავშანი აქტიური იქნება 16 აპრილს 22:30 საათამდე, ანუ გაუქმდება თამაშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, თუ ბარში ამ დროისთვის არ მოხვალთ.

შეკრების წესები:

  • არასრულწლოვანი პირები ბარში დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვან პირებთან ერთად;
  • არასრულწლოვან პირებზე ალკოჰოლური სასმელის მიყიდვა არ მოხდება;
  • ბარის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება აკრძალულია.

 

ადგილის დაჯავშნა

2019-04-13T13:43:17+00:00